“ტრაგიკული მოვლენაა” – ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთის სანქციებზე

ირაკლი კობახიძე: ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში
“ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიტანეთის მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსნის მიმართ დაწესებულ სანქციებს ტრაგიკულ მოვლენას უწოდებს.

კობახიძე მიიჩნევს რომ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები მტკიცებულებების გარეშეა დაწესებული.

„ეს არის უბრალოდ გაუგონარი მოვლენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჯონ ლოკისა და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა, ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს.

ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა დღემდე ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს.

სანქცირებულები არიან:

  • გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;
  • შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი („ხარებას”) მოადგილე მირზა კეზევაძე;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *