გამოცემა წერს, რომ სამუშაო ჯგუფის გაუქმება გააღრმავებს ევროპელი პარტნიორებს შეშფოთებას ტრამპის რუსეთთან შერბილებული ტონის გამო. გუშინ, კანადაში გამართული დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ამერიკის რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა უკმაყოფილებაც გამოთქვა, რომ რუსეთს G8 დაატოვებინეს. ტრამპს შეცდომად მიაჩნია ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის ამ გაერთიანებიდან გაძევება.
წინასაარჩევნო პერიოდში ის ირწმუნებოდა, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, თუმცა ბოლო პერიოდია ამბობს, რომ აშშ-მა შესაძლოა საერთოდ უარი თქვას მცდელობაზე რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგეს.
19 მაისს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას, ჯერჯერობით, არ აპირებს, რადგან ომის შესაწყვეტად პროგრესის შანსი არსებობს. სენატში რესპუბლიკელების ლიდერობით უკვე მომზადებულია ორპარტიული მხარდაჭერის მქონე კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტისგან მწვანე შუქს ელოდება. საუბარია რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე. პროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედებას ითვალისწინებს: 500%-იანი გადასახადის დაწესებასაც იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანსა და სხვა პროდუქტებს.