ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 60 მილიონი დოლარის ფედერალური გრანტების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპარტამენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი უნივერსიტეტის მიერ კამპუსებში გამოვლენილი “ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევების ვერ გამკლავებაა”.
“იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, დეპარტამენტი რამდენიმე მრავალწლიანი გრანტის გაცემას წყვეტს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდს აფინანსებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მათ თითქმის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტები და კონტრაქტები გაყინეს. გასულ თვეში ჰარვარდმა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.