ტრამპის ადმინისტრაცია ალასკის რეზერვში ნავთობისა და გაზის იჯარის გაფართოებას გეგმავს

ტრამპის ადმინისტრაცია ალასკის რეზერვში ნავთობისა და გაზის იჯარის გაფართოებას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ინიციატივა, რომ გააფართოოს ალასკის 9.3 მილიონი ჰექტრის ფართობის ეროვნული ნავთობის რეზერვის ლიზინგი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტო აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებას ეყრდნობა. მედიის ცნობით, გაზისა და ნავთობის ლიზინგი შესაძლებელი იქნება რეზერვის 82%-ზე. “ეს გეგმა ეხება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ამერიკელებისთვის, უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებასა და იმ უზარმაზარი ენერგორესურსების გამოყენებას, რისთვისაც შეიქმნა ეროვნული ნავთობის რეზერვი” — განაცხადა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მიწისა და მინერალების მართვის ბიუროს მოქმედმა თანაშემწე მდივანმა, ადამ სიუსმა. ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წელს ალასკაში წიაღისეული საწვავის ლიზინგსა და განვითარებაზე კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შეზღუდვები დააწესა, თუმცა ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი ლიზინგისთვის ღია დატოვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *