ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად რეალითი შოუს იდეას განხილავს — CBC

ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად რეალითი შოუს იდეას განხილავს — CBC
ტელეკომპანია CBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი და პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რეალითი შოუს იდეას განიხილავდა, რომლის გამარჯვებულიც დაჩქარებული წესით ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს.

როგორც გამოცემა იუწყება, იდეა გამოცდილ რეალითი შოუს პროდიუსერს, რობ ვორსოფს ეკუთვნის. მისი თქმით, შოუ, სახელწოდებით The American, მოხალისეობრივად ჩართული იმიგრანტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც მოქალაქეობის მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ.

„ეს იქნება შოუ, რომელიც ერთ გამორჩეულ მონაწილეს მისცემს საშუალებას, გამოტოვოს რიგი და დაჩქარებული წესით მიიღოს მოქალაქეობა,“ — აცხადებს ვორსოფი.

პროექტის იდეამ უკვე გამოიწვია კრიტიკა. იმიგრაციის ადვოკატი ერიკ ლი CBC-სთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ფორმატის შოუს შექმნა არც იურიდიულ საფუძველს ეფუძნება და მიზნად მიგრანტების მდგომარეობის კომერციალიზაციას ისახავს.

დეპარტამენტის განცხადებით, ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა — გადაწყვეტილება კი საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული.

ვორსოფის თქმით, პროექტი წარსულში წარუდგენია როგორც ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, ასევე ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში, თუმცა ამ დრომდე იდეა არ განხორციელებულა.

შოუს იდეა საზოგადოებაში უკვე იწვევს დებატებს ეთიკური და სამართლებრივი მხარეების შესახებ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *