ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ ორშაბათს, პუტინთან საუბრის შემდეგ, ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ნატოს სხვადასხვა წევრებთან.
„საუბრის თემა იქნება “სასაკლაოს” გაჩერება, რომელსაც კვირაში, საშუალოდ, 5000 რუს და უკრაინელ სამხედროს კლავს, და ვაჭრობა.
ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება პროდუქტიული დღე, მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალადობრივი ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება”,- დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, 16 მაისს სტამბოლში, უკრაინელი და რუსი დელეგატები ერთმანეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ, რომელიც 2 საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წამოაყენა “არარეალური” მოთხოვნები, რომლებიც სცილდება “ყველაფერს, რაც კი ოდესმე განიხილებოდა”. ზოგიერთი მოთხოვნა მოიცავს უკრაინის ჯარების გაყვანას საკუთარი ტერიტორიიდან, როგორც ცეცხლის შეწყვეტის პირობა.ა