გადაწყვეტილება უოლ სტრიტზე დადებითად აისახა და აქციებს ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჰქონდათ ისტორიაში. S&P 500 გაიზარდა 9.5%-ით და ჰქონდა მესამე საუკეთესო დღე 1940 წლიდან მოყოლებული. ინდექსი დღის დასაწყისში მცირდებოდა შეშფოთების გამო, რომ ტრამპის სავაჭრო ომს შეუძლია გლობალური ეკონომიკა რეცესიაში გადაიყვანოს.
Dow Jones-ის ინდექსი 7.9%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ზრდა 12.2% იყო.
შეგახსენებთ, ტარიფებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გლობალურმა ინვესტორებმა უკიდურესად ნეგატიურად მიიღეს. 2 აპრილს, 180 ქვეყნისათვის სავაჭრო ტარიფების დაწესებაზე განცხადების შემდეგ, S&P 500-ის და Dow Jones-ის ინდექსების შეფასება ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთში 3%-ით შემცირდა, ხოლო Nasdaq-ის ინდექსის შემთხვევაში კლება 4.5%-ს აღწევდა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი იყო.