“[პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული] ტარიფები გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც“ – ამის შესახებ ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ ბანკის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, მილანში, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტ კანდას თქმით, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, რაც დღეს გლობალური მოცემულობაა, საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს [ტრამპის] სატარიფო პოლიტიკამ.
„აზიის და წყნარი ოკეანიის ქვეყნებისთვის ეს შეიძლება მხოლოდ ერთს ნიშნავდეს – რეფორმების გზის გაგრძელებას, რაც შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნების ეკონომიკებს, რომ უფრო მედეგად დახვდნენ და გაუძლონ გარე შოკებს“, – აღნიშნა მასატო კანდამ.
ADB-ის პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი ვაჭრობით მსოფლიომ დიდი სარგებელი ნახა.
BMG აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ 58–ე შეხვედრას ადგილზე, მილანში ესწრება და ყველა მნიშვნელოვან განახლებას შემოგთავაზებთ.