დონალდ ტრამპის მიერ ავტოიმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დარტყმა იქნება გერმანული ავტომწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით კი Porsche-სა და Mercedes-Benz-ისთვის. Bloomberg-ის ინფორმაციით, მოსალოდნელი ზარალი $3.7 მილიარდს მიაღწევს.
ტარიფების გამო, შესაძლოა, კომპანიების საოპერაციო შემოსავლები 25%-ით შემცირდეს. დანაკარგის შესამცირებლად კომპანიებს, სავარაუდოდ, ფასების გაზრდა ან წარმოების ამერიკაში გადატანა მოუწევთ, რაც მყისიერად ფიზიკურად ვერ მოხდება.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელ მწარმოებლებს აშშ-ში უკვე აქვთ ქარხნები და ნაწილობრივ ამერიკულ ბაზარს ადგილობრივი წარმოებითაც ამარაგებენ, ტარიფების გავლენა მაინც შესამჩნევი იქნება. ამას ის მოცემულობა განაპირობებს, რომ Porsche და Mercedes-ი თავიანთ ავტომობილებს ევროპაში წარმოებული ნაწილებით აწყობენ, ხოლო სატარიფო რეჟიმი არა მარტო ავტომობილებზე, არამედ ტექნიკურ დეტალებზეც ვრცელდება.