ტრამპის წარმომადგენელი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრა – Axios

ტრამპის წარმომადგენელი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრა – Axios
აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დღეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ Axios-ი წერს.

ეს უიტკოფსა და პუტინს შორის მესამე შეხვედრა იქნება, იმ ფონზე, რომ ტრამპს რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტა სურს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას უიტკოფმა ვაშინგტონში პუტინის ელჩს კირილ დმიტრიევს უმასპინძლა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *