როგორც ტრამპი აღნიშნავს, განკარგულება ძალაში მყისიერად შევა და მის ეფექტს მომხმარებლები მომენტალურად იხილავენ.
მართალია, პრეზიდენტს არ განუმარტავს, თუ როგორ აპირებს ის წამლების მკვეთრად გაიაფებას, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის წამლების იმპორტზე ბარიერების შემცირებას და ფედერალური შესყიდვის პროგრამის შეჩერებას გეგმავს, რათა ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები არა სახელმწიფოს მიერ იყოს განსაზღვრული, არამედ – თავისუფალი ბაზრის მიერ, რომელიც, როგორც წესი, უკეთესს შედეგს იძლევა, ვიდრე სახელმწიფო პროგრამა.
ტრამპის ამ ამბიციური დაპირების მიუხედავად, სკეპტიკოსებს უჩნდებათ ეჭვი, რომ აღმასრულებელი ბრძანება დაპირებულივით ვერ იმუშავებს, რადგან აშშ-ში წამლების წარმოება, იმპორტირება და დისტრიბუცია ბუნებრივად ძვირია, ამიტომ ფასების 80%-ით შემცირება არარეალისტური იქნება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ აშშ-ში წამლების ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ამერიკელები თითქმის 3-ჯერ მეტს იხდიან მედიკამენტებში, ვიდრე ევროპელები, რაც ქვეყანაში არსებული ჯანდაცვა-დაზღვევის სისტემებით არის განპირობებული.