ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებასთან ახლოს არიან

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებებში “დიდ პროგრესს” მიაღწია
აშშ და ირანი ბირთვული შეთანხმებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ირანთან ბოლო მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მანამდე, ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა NBC News-ს უთხრა, რომ თეირანი მზად არის დათმობაზე წავიდეს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თუ აშშ სანქციებს მოუხსნის.

აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები დიდი ხანია ადანაშაულებენ ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. ირანი კი გამუდმებით უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ მისი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის, როგორიცაა ელექტროენერგიის წარმოება. მიმდინარე წლის მარტში ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა წერილი მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *