ტრამპი ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებებში “დიდ პროგრესს” მიაღწია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში იგი საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

ტრამპი ვიზიტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში დაიწყებს. 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზნებია ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *