პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტარიფების 50%-მდე გაზრდით ემუქრება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ევროკავშირთა მოლაპარაკების პროცესი გაყინულია და ის შედეგს ვერ იძლევა, ამიტომ ვაშინგტონი სატარიფო ზეწოლას გაზრდის და ამით EU-ს გააქტიურებისკენ უბიძგებს.
სატარიფო რეჟიმის ესკალაციის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში გაავრცელა, თუმცა როგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ევროკავშირს აქტიურობისათვის 1-ელ ივნისამდე ვადა აქვს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ 20%-იანი სატარიფო რეჟიმია დაწესებული, ავტომობილების, ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე კი 25%-იანი საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს.