ტრამპი მასკს საჯაროდ ემშვიდობება

ტრამპი მასკს საჯაროდ ემშვიდობება
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, თბილისის დროით 21:30-ზე პრესკონფერენცია დააანონსა, რომელზედაც ის მილიარდერ ილონ მასკს დაემშვიდობება.

როგორც ცნობილია, სწორედ დღეს ილონ მასკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წყვეტს.

როგორც ტრამპი აცხადებს, მართალია ილონ ოფიციალური თანამდებობიდან მიდის, თუმცა პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას.

ტრამპის თქმით, ილონ მასკი “შემზარავი” პიროვნებაა, რომელიც საქმის კეთების გასაოცარი უნარებით გამოირჩევა და ის მომავალშიც დაეხმარება აშშ-ის მთავრობას ეფექტიანობის გაზრდაში.

ოფიციალური მონაცემებით, მასკის მიერ დაფუძნებული DOGE-ის დახმარებით, აშშ-ის ბიუჯეტმა $175 მილიარდი დაზოგა, რაც თითოეულ გადასახადის გადამხდელზე დაახლოებით 1,100 დოლარის ეკვივალენტია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *