პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი საჯარო კრიტიკის მიუხედავად, ის აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის გათავისუფლებას არ გეგმავს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მას FED-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა არ მოსწონს და მიაჩნია, რომ განაკვეთი უფრო სწრაფად უნდა შემცირდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ქვეყნის მთავარი ფინანსური ორგანოს მენეჯმენტის შეცვლას გეგმავს.
პრეზიდენტის თქმით, ჯერომ პაუელი უფრო აქტიური უნდა გახდეს და განაკვეთის შემცირების პროცესი უნდა დააჩქაროს, რადგან მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელოვნურად აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ FED-ის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 4.5%-ს შეადგენს, რაც ამერიკული სტანდარტებით მაღალ ნიშნულად ითვლება.