გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს უთხრა, რომ სატარიფო პოლიტიკა ხელახლა განიხილოს.
„პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ზედიზედ ბოლო ხუთი წელია იაპონია აშშ-ში ყველაზე დიდი ინვესტორია და სატარიფო პოლიტიკამ იაპონური კომპანიების საინვესტიციო შესაძლებლობებს შეიძლება ზიანი მიაყენოს“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა
დონალდ ტრამპმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იაპონია აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის მაღალი დონის გუნდს აგზავნის: „ქვეყნები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ მოლაპარაკებებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ისინი ვაჭრობისას ძალიან ცუდად გვეპყრობიან. ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ, ჩვენ კი მათგან მილიონობით ავტომობილს ვიღებთ. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით კი ჩინეთთან“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების, ხოლო იაპონურ საქონელზე 24%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.