პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის წინააღმდეგ აშშ-ის 50%-იანი ტარიფების ამოქმედების ინიციატივა დროებით გადაავადა.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამჟამად ტარიფების ამოქმედების ვადად 9 ივლისია განსაზღვრული, ნაცვლად აქამდე ნათქვამი 1-ელი ივნისისა, ანუ საქმე გვაქვს თითქმის ერთთვიან კორექციასთან.
ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მის დასრულებას და შეთანხმების გაფორმებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ამიტომ ბრიუსელი ვაშინგტონისგან ტარიფების გადავადებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის მიწურულს ტრამპმა ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების 20%-დან 50%-მდე გაზრდა დააანონსა, თუკი სავაჭრო შეთანხმება დროულად არ იქნებოდა მიღწეული.