საუბარია ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის აპრილში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც შემდეგ რამდენჯერმა გახანგრძლივდა.
ბრძანებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ისეთ აქტივობებზე, როგორებიცაა მცდელობები, ჩაერიოს აშშ-სა და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, დემოკრატიულ ინსტიტუტებში, კიბერთავდასხმები, დისიდენტებისა და ჟურნალისტების რეპრესიები და საერთაშორისო სამართლის დარღვევა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე.
“რუსეთის ფედერაციის მთავრობის საზიანო საგარეო მოქმედებები კვლავაც უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას. ამ მიზეზით, ეროვნული საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს 2025 წლის 15 აპრილის შემდეგაც”, – ნათქვამია დოკუმენტში.