აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი II მსოფლიო ომში, ხოლო 11 ნოემბერი I მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.
მან ამის შესახებ Truth Social-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა აშშ-მა სხვა ქვეყნებზე ბევრად მეტი გააკეთა II მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის.
“ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ჩვენთან ახლოსაც არავინ იყო ძალით, სიმამაცით ან სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ არასდროს არაფერს ვზეიმობთ – ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს! ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას”, – დაწერა ტრამპმა.