აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დილით, რომში პირველი შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვალში თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენცია კამათის ფონზე შეწყდა.
თეთრმა სახლმა პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას “ძალიან პროდუქტიული საუბარი” უწოდა – წერს Politico.
ტრამპი და ზელენსკი რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებიან. შეხვედრა ცერემონიალის დაწყებამდე გაიმართა.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა სტივენ ჩენგმა აღნიშნა, შეხვედრა დახურული ფორმატის იყო და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ცნობილია, ორი ლიდერი მოგვიანებით შეხვედრაზეც შეთანხმდა.