ტრამპს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ $1 ტრილიონამდე გაზრდა სურს

ტრამპს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ $1 ტრილიონამდე გაზრდა სურს
პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას გამოაცხადა, რომ 2026 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულ ნიშნულს – $1 ტრილიონს მიაღწევს.

ტრამპის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის 12%-იანი მატება, მიზნად ისახავს აშშ-ის გლობალური პოზიციის განმტკიცებას, განსაკუთრებით სამხედრო ძლევამოსილების მიმართულებით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ თანხის ნაწილი მიღებული იქნება სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა პროგრამების შემცირების შედეგად, თუმცა კონკრეტული მიმართულებები ჯერ დაზუსტებული არ არის.

თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გაზრდილი ბიუჯეტისა, ყველა დოლარი დაიხარჯება „გონივრულად“ და აშშ-ის მთავრობა რესურსების ფლანგვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლისათვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი $850 მილიარდს შეადგენს, ანუ ტრამპის ახალი გეგმა $150-მილიარდიან ზრდას ითვალისწინებს, ამ თანხის დიდი ნაწილი კი ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის, F-47-ის შექმნაზე დაიხარჯება, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის მთავარ იარაღად უნდა იქცეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *