“ტრანსფორმაცია მოქმედებაშია” – რა გზავნილი აქვს BDO Digital-ს პირველ ბრენდ კამპანიაში?

“ტრანსფორმაცია მოქმედებაშია” – რა გზავნილი აქვს BDO Digital-ს პირველ ბრენდ კამპანიაში?

“ტრანსფორმაცია მოქმედებაშია” – ამ სახელწოდებით ქმნის არსებობის ისტორიაში პირველ ბრენდ კამპანიას BDO Digital-ი, რომლის მიზანიც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესების გაციფრულების ხარისხის ზრდის ხელშეწყობაა.

ბრენდ კამპანიის ფარგლებში ციფრული სერვისების ინტეგრატორის გზავნილი ეფუძნება კომპანიის მრავალწლიან გამოცდილებას და დაგროვილ დაკვირვებებს. ამასთან, პასუხობს თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებს და ტენდენციებს, რომლებიც ციფრულ ტრანსფორმაციას აქცევს ბიზნესისთვის გარდაუვალ მოცემულობად.

აღსანიშნავია, რომ BDO Digital-ი BDO-ს გლობალური ქსელის ნაწილია, რომელიც ფოკუსირებულია სწორედ ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. ის კომპანიებს ეხმარება ციფრული სტრატეგიის შემუშავებაში, მონაცემთა ანალიტიკაში, კიბერუსაფრთხოებაში, IT ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში.

უფრო დეტალურად, BDO Digital-ის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებს შორისაა:

  • Enterpise Resource Management – ERP
  • Warehouse Management System – WMS (საწყობის მართვის სისტემა)
  • Transportation Management System – TMS (ლოგისტიკის მართვის სისტემა)
  • Robotic Process Automation – RPA (რობოტული პროცესების ავტომატიზაცია)
  • Cyber & Information Security – კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *