მარნეულში, ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებული ორი ადამიანი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ჯანდარის დასახლების მცხოვრებია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.