უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდ

უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდ
“უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ მაქვს,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მას მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაცია “ღვთიური მანანა” არ არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებისგან მომადლებული გვქონდეს.

“უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ეს დამოკიდებულება რომ თითოს ვართ არასრულფასოვანი ერი რომელიც, სადღაც მადლად დაგვიშვეს არასწორია.

გერმანიის ელჩმა თქვა რომ ვიზა არის პრივილეგია და ჩვენ უნდა დავაფასოთ. გერმანიის ელჩს ცოტა აროგანტულობა ახასიათებს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ეს ისე ხომ არ არის რომ მათგან გარკვეული მადლი მოდის რომ გაძლევთ შესაძლებლობას რომ შემოხვიდეთ.

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა საშუალოდ არის 1% და საქართველოში 10% ეს იმიტომ არის რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს და ხალხი არ შეუშვეს, ეს ზრდაც არ ექნება. და ასე ქედმაღლურად რომ გვიყურებს ზოგიერთი თითქოს ვიზალიბერალიზაცია მომადლებულია”, – ამბობს პაპუაშვილი “იმედის” ეთერში.

ცნობისთვის, ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.

EU უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე გეგმავს – ეს საქართველოს და კიდევ 60 ქვეყანას ეხება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *