“უკვე ჩაიდო ₾5 მილიონზე მეტი” – როდის დასრულდება იპოდრომთან სპორტკომპლექსის მშენებლობა?

“უკვე ჩაიდო ₾5 მილიონზე მეტი” – როდის დასრულდება იპოდრომთან სპორტკომპლექსის მშენებლობა?

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება 2026 წლის პირველ ივნისს იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე განხორციელებულია 5 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია. ადგილზე იგეგმება მათ შორის სამი საჩოგბურთო კორტის, საცურაო აუზის, ფიტნეს-დარბაზისა და სხვა სპორტული დანიშნულების სივრცეების მშენებლობა.

კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა.

კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია. მას ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც კონტროლს უწევს მშენებლობის ხარისხსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას. პირველადი შეფასებით, შენობის მზიდ კონსტრუქციებს საფრთხე არ შეჰქმნია და სამშენებლო მასალის ჩამოშლამ შენობის მდგრადობაზე გავლენა არ მოახდინა“, – თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, 10 მაისს აღნიშნულ მშენებლობაზე ბეტონის ჩასხმის დროს, დგარი დაზიანდა, რამაც ყალიბის ნაწილის და დასხმული ფილის ჩამოშლა განაპირობა. ადგილზე სამუშაოებს შპს „თიზი ჯგუფი” ახორციელებს, რომელიც შპს “კორტების” დაკვეთით მუშაობს. შპს “კორტებმა” იპოდრომის მიმდებარედ ე.წ კორტების ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აუქციონში 2021 წელს გაიმარჯვა. საინვესტიციო შეთანხმებით ადგილზე სამუშაოები 2 წლის ვადაში 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც შპს “კორტების” წარმომადგენელი აცხადებდა, პროექტირების ეტაპის გაჭიანურება პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მოხდა, რასაც თან პანდემიაც დაერთო, ამიტომ ადგილზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2025 წელს დასრულდებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *