კაცი, რომელიც 25 წელია უკუღმა დადის – ასე იცნობს მსოფლიო ინდოელ მანი მანიტანს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანიტანი ამ გზით ომსა და ძალადობას აპროტესტებს. ეს გადაწყვეტილება მამაკაცმა 1989 წელს ინდოეთში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მიიღო.
როგორც თავად ამბობს, უჩვეულო რუტინა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს საერთოდ არ უშლის.
მანის თქმით, ისე მიეჩვია ასე ყოფნას, რომ ჩვეულებრივ, პირდაპირ სიარულიც კი დაავიწყდა.
„ჩემი ცხოვრება სირთულეებით, მსხვერპლითა და მიღწევებითაა სავსე. უნდა გავაგრძელო პროტესტი მანამდე, სანამ მსოფლიოში მშვიდობა არ დამყარდება”,- ამბობს მანი მანიტანი.