უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა, – განაცხადა საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ტერნოპოლი, ლუცკი, კიევი და ოლქი, პოლტავა, ხმელნიცკის ოლქი, ლვოვი, ჩერნიგოვი, ოდესის ოლქი, სუმი. სულ 80 ადამიანი დაზარალდა – დახმარება ყველას გაეწია. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ამ დროის მდგომარეობით 4 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი – კიევსა და ლუცკში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი. მისი ინფორმაციით, კიევშიო დაღუპულები მაშველები არიან, რომლებიც ადგილზე პირველი დარტყმის შემდეგ მივიდნენ და განმეორებით დარტყმას ემსხვერპლნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *