უკრაინა მოელის, რომ შეერთებულ შტატებთან ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელს ოთხშაბათს მოაწერს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის წყაროს ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერისთვის უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა.
აშშ და უკრაინა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების დადებას ცდილობენ, რომელიც ვაშინგტონს მისცემს წვდომას კიევის გამოუყენებელ მინერალურ სიმდიდრეზე ინვესტიციების სანაცვლოდ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა.