უკრაინამ სამი ჩინური კომპანია დაასანქცირა

უკრაინამ სამი ჩინური კომპანია დაასანქცირა
უკრაინამ სამი ჩინური კომპანია დაასანქცირა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული კომპანიები რუსეთს იარაღით ამარაგებენ. კერძოდ, 17 აპრილს ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქვთ მტკიცებულება იმისა, თუ როგორ აწვდიან ჩინური კომპანიები რუსეთს იარაღს. აღნიშნული უარყვეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდეს. სანქცირებული კომპანიებია: Beijing Aviation And Aerospace Xianghui Technology Co. Ltd, Rui Jin Machinery Co. Ltd და Zhongfu Shenying Carbon Fiber Xining Co. Ltd.

ცნობისთვის, მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების მიუხედავად, ჩინეთი ოფიციალურად რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის დაცვას ცდილობს და რაიმე ფორმით კონფლიქტში ჩართვას უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ ერთი კვირით ადრე ასევე თქვა, რომ ჩინეთის მოქალაქეები რუსეთის მხარეს იბრძვიან. მათ შორის ორი უკრაინელებმა ტყვედაც კი აიყვანეს. ამის შემდეგ ჩინელი დიპლომატები განმარტებისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *