უკრაინაში აშშ-ის ელჩი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს – აშშ-ის სახდეპი

უკრაინაში აშშ-ის ელჩი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს – აშშ-ის სახდეპი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯეტ ბრინკი თანამდებობას ტოვებს.

„სამი წლის განმავლობაში იყო ელჩი, ეს დიდი დროა ომის ზონაში და ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

მთავარი საკითხია, არიან თუ არა რუსები და უკრაინელები მზად, გააკეთონ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, – განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „სიენენს“.

ბრიჯეტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *