უკრაინა მსოფლიო ბანკისგან მილიარდი დოლარის სესხს მიიღებს

მსოფლიო ბანკმა უკრაინას დამატებით $432 მილიონი გამოუყო
უკრაინა მსოფლიო ბანკთან მილიარდი დოლარის მოცულობის სესხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. Development Policy Operation-ის სესხი რეფორმებსა და ბიუჯეტის ხარჯების დაფარვას მოხმარდება.

2-6 ივნისის ჩათვლით, პროგრამის პირობებზე შესათანხმებლად მსოფლიო ბანკის ექსპერტები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

“ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ახალი Development Policy Operation-ის შეთანხმებაზე, რომელიც არა მხოლოდ დაეხმარება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად საჭირო რესურსების მოზიდვას, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენასა და განვითარებას,“ – განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ოლგა ზიკოვმა.

შარშან უკრაინამ მსგავსი პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისგან დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის მოცულობის სესხი მიიღო, რაც საგადასახადო რეფორმაზე, საბანკო და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე დაიხარჯა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *