უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) ყირიმის ხიდზე განახორციელა მორიგი სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ის მნიშვნელოვნად დაზიანდა. როგორც СБУ-ში აცხადებენ, აღნიშნული ოპერაცია უკვე მესამეა, რომლის შედეგადაც ხიდი სერიოზულად დაზიანდა. მათი თქმით ამჯერად, ეს სპეცოპერაცია უნიკალური იყო, რადგან აფეთქება წყალქვეშ განხორციელდა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში СБУ-ს აგენტებმა ხიდის საყრდენები დანაღმეს. ოპერაციის პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივი დროით 4:44 საათზე გააქტიურდა, ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულა.

„ღმერთს სამება უყვარსო, ხოლო СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს. აქამდე, 2022 და 2023 წლებში ყირიმის ხიდი ორჯერ ავაფეთქეთ. ეს ტრადიცია დღესაც გავაგრძელეთ, უკვე წყალქვეშ. რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ობიექტებს არ აქვთ ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტერი მას იყენებდა თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის. ყირიმი – ეს უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ პასუხს მიიღებს,“ – ნათქვამია მალიუკის განცხადებაში.

ამავე ცნობით, საიდუმლო ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა და ხორციელდებოდა და მას პირადად უწევდა ზედამხედველობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილი მალიუკი.

ყირიმის ხიდზე უკრაინელებმა აფეთქება წარსულშიც განახორციელეს ორჯერ 2022 და 2023 წლებში. ყირიმის ხიდი კრემლმა ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ააშენა რუსეთის ტერიტორიასთან დასაკავშირებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *