რუსი ოლიგარქი მილიარდერის, ვლადიმირ პოტანინის საინვესტიციო ჰოლდინგი Interros-ი რუსული ტექნოლოგიური კომპანიის, Yandex-ის აქციონერი გახდა.
როგორც ცნობილია, პოტანინის ჰოლდინგმა „რუსული Google-ის“ 9.95%-იანი წილი იყიდა და ამით Yandex-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი გახდა.
Bloomberg-ის შეფასებით, პოტანინის ქონება $32 მილიარდს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეა.