უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მიმართავს

უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მიმართავს

ზაფხულში ტურისტულ სეზონზე, როდესაც კურორტებზე მოსახლეობის დიდი ოდენობა იყრის თავს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ ელექტროენერგიის ნებისმიერი ენერგოობიექტის სიახლოვეს.

ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს! შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა „იფრთხილოს“ და დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.

მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის, რადგან ძაბვა უხილავია და სახიფათო. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, მასთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთვის!

იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 247 17 07.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *