უცხოელებზე სამუშაო ძალის 2% მოდის – როგორია უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების სტატისტიკა საქ

უცხოელებზე სამუშაო ძალის 2% მოდის – როგორია უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების სტატისტიკა საქ

2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საწარმოების 7%-ში დასაქმებული იყო 18,935 უცხოელი მოქალაქე (სამუშაო ძალის 2%). ამის შესახებ პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) შრომის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

პუბლიკაციის მიხედვით, უცხოელების დასაქმების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 89%-ით არის გაზრდილი.

2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების 7%-ს (ჯამში 3,332 საწარმო) დასაქმებული ჰყავს 18,935 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის 2%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 4%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით, თუმცა 89%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მუშაობს მსხვილ საწარმოებში (39%), ხოლო დანარჩენები – მცირე (37%) და საშუალო ზომის (24%) საწარმოებში. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულ უცხოელთა 66% თბილისშია თავმოყრილ”,- წერია მიმოხილვაში.

უცხოელების უმეტესობა დასაქმებული იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (38%), რომელსაც მოსდევდა მშენებლობა (14%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (7%).

“უმუშევრობის დონე კვლავ თითქმის 2-ჯერ აღემატება EU-ის საშუალოს” – PMCG-ის შრომის ბაზრის მიმოხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *