ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი საგარეჯოში “ნამჯის სახლს”, ვენახს და ხეხილის ბაღს ყიდის

ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი საგარეჯოში “ნამჯის სახლს”, ვენახს და ხეხილის ბაღს ყიდის

ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი საგარეჯოში “ნამჯის სახლს”, ვენახს და ხეხილის ბაღს ყიდის

ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი საგარეჯოში “ნამჯის სახლს”, ვენახს და ხეხილის ბაღს ყიდის. როგორც ლატიბაშვილი აცხადებს, საუბარია 5,5 ჰექტარის ტერიტორიის მეურნეობაზე, რომელიც გარეჯის გზაზე მდებარეობს.

“თბილისიდან ზუსტად 30 წუთის სავალზე (20 წუთი ავტობანი; 8წუთი გარეჯის გზა; 2 წუთი გრუნტის გზა)ულამაზესი სივრცე. იშვიათი ვაზის ჯიშის ვენახით, ნამჯის სახლით, მარნით, დენი მიყვანილია, 90 მეტრიანი ჭაბურღილით. ასევე ახლად გარემონტებული სარწყავი სისტემით.

გაშენებულია ქართული 22 ჯიშის ვაშლი, ალუჩა, ბალი, გარგარი. იდეალური ადგილია ივენთების მოსაწყობად, საკემპინგედ, საცხოვრებლად, ტურისტული დანიშნულებით”, – წერს ფერმერი სოციალურ ქსელში.

როგორც Bm.ge-სთან საუბრისას ნოდარ ლატიბაშვილმა აღნიშნა, გაყიდვის მიზეზი დროის უქონლობაა.

დრო აღარ მაქვს, რომ ამ სივრცის განვითარება დავასრულო”, – აღნიშნა მან.

ხოლო კითხვაზე, რა ფასად ყიდის ქონებას, ლატიბაშვილმა თქვა, რომ ფასი ყიდვის მსურველთან შეთანხმებით გადაწყდება.

ცნობისთვის, ნოდარ ლატიბაშვილი საგარეჯოში მდებარე მრავალპროფილური 100 ჰა ფართობის მეურნეობის მენეჯერია, რომელიც ბოსტნეულს, ბაღჩეულს, მარცვლეულს, ფქვილს, პურს, ჩაისა და ჩირს აწარმოებს. თავად “ნამჯის სახლში” მას ამ დრომდე 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული. აღნიშნულ მეურნეობას ფერმერი 2023 წელსაც ყიდდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *