საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ობიექტებზე, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებია განთავსებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ” საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით“, – აცხადებენ უწყებაში.