ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთმა საბოლოოდ აკრძალა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 აპრილს ფინეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მთავრობის წინადადებას, რომ რუსეთის მოქალაქეებს სრულიად აეკრძალოთ უძრავი ქონების შეძენა.
როგორც აღინიშნა, ეს გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად:
“გადაწყვეტილება მკაფიო მესიჯს აგზავნის: ფინეთის დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ”, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა და დასძინა, რომ მზადდება სამთავრობო რეზოლუცია , რომელიც საფრთხის წარმომადგენელი ქვეყნების სიას შეადგენს და ასევე ფინეთი კანონმდებლობაზე მუშაობს, რომელიც სახელმწიფოს უკვე შეძენილი უძრავი ქონების საკითხებში ჩარევის საშუალებას გაუზრდის.