ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტებმა თეონა ბაკურაძემ და თამარ ჩიხლაძემ დატოვეს.
ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ, საავტორო გადაცემაში „ფორმულას დღე“ განაცხადეს.
„ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღეთ და მის მიღმა პერსონალური მიზეზებია, რომელიც საერთო ჯამში, მაინც გამოწვეულია იმ გარემოთი, რომელშიც გვიწევს ერთად ცხოვრება. დასასრულს, მადლობა გვინდა ვუთხრათ დღის გუნდს, ვინც ჩვენთან ერთად ქმნიდა ამ გადაცემას.
დიდი მადლობა არხს, რომელმაც დაგვითმო პლატფორმა და მხარს გვიჭერდა, გვეკეთებინა ჩვენი საქმე მიუკერძოებლად, თავისუფლად.
განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს, რომელიც გველოდა ყოველ სამუშაო დღეს. 5–დან 7–მდე და რომელიც გველოდა და გვენდობოდა. ძალიან გვიჭირს ფორმულასთან გამომშვიდობება. ჩვენ შემთხვევაში, პერსონალურმა მიზეზებმა აღარ დაგვიტოვა სხვა არჩევანი. ერთად მოვედით ამ არხზე და ასე გამოდის, რომ ერთად მივდივართ“, – განაცხადეს წამყვანებმა.