კომპლიმენტები, როგორც წესი, თავს გვაგრძნობინებს განსაკუთრებულად. მაგრამ ხანდახან კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე სასიამოვნოდ მოსასმენია, ფაქტობრივად გიბიძგებთ, რომ შეცვალოთ საკუთარი თავი, რათა მოეწონოთ სხვა ადამიანს, და ამას გაუცნობიერებლად აკეთებთ.
როგორც ფსიქოლოგი მარკ ტრევერსი წერს Forbes-ის სტატიაში, ზოგიერთი კომპლიმენტი შეიძლება კარგი მოსასმენი იყოს, მაგრამ ის კომფორტულია სხვა ადამიანისთვის, და არა თქვენთვის.
ექსპერტმა დაასახელა ორი კომპლიმენტი, რომლებიც შეიცავს ნიუანსებს, რამაც შეიძლება საბოლოოდ თქვენი სურვილები შეზღუდოს სხვა ადამიანის სასარგებლოდ.
“როგორ ახერხებთ ყოველთვის მშვიდად იყოთ?”
თავდაპირველად, ეს შეიძლება გულწრფელ კომპლიმენტად ჟღერდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ვიღაც შენს სიმშვიდეს აფასებს იმდენად, რამდენადაც ეს მას საკუთარი კომფორტისთვის სჭირდება. ისინი შეიძლება უბრალოდ კმაყოფილი იყვნენ თქვენი ემოციური რეაქციის ნაკლებობით, თუნდაც ეს გამართლებული იყოს. ასე რომ, შეგნებულად თუ არა, თქვენ შეიძლება თავი აიძულოთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მაშინაც კი, როცა შინაგანად არ გინდათ, რომ მშვიდად იყოთ.
„შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისთანაც შემიძლია საუბარი.”ეს არის კომპლიმენტი, რომელიც ამაღლებს თქვენს თანაგრძნობას და ასევე პასუხისმგებლობას გაკისრებთ მოაწესრიგოთ სხვისი ემოციები. თავიდან ეს შეიძლება ჩანდეს, როგორც ნდობის უმაღლესი ფორმა, მაგრამ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც თქვენ საკუთარი სურვილით არ იღებთ და მას სხვა, ამ ერთი შეხედვით უწყინარი კომპლიმენტით გაკისრებთ.