თბილისის ურბანულ განვითარებაში “ტრიო ჯგუფი” ახალ სიტყვას ამბობს: კომპანიის სამარკო პროექტ “ლისი ტრიოს” საცხოვრებელ კომპლექსში 200 უფასო საპარკინგე ადგილი მოეწყო, რაც ქვეყნის სწრაფად მზარდ დეველოპერულ ბაზარზე უპრეცედენტო ინიციატივაა.
დედაქალაქის ცენტრთან ახლოს, ამავე დროს ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში “ტრიო ჯგუფი” მასშტაბური დეველოპერული პროექტის, “ლისი ტრიოს” მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს, სადაც დედაქალაქზე პანორამული ხედები განსაკუთრებულ კომფორტსა და ჰარმონიას ქმნის. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ “ლისი ტრიო” 2023 წელს დაანონსებულ 10 საუკეთესო დეველოპერულ პროექტს შორის დასახელდა და ბინების 70% მშენებლობის პირველივე ეტაპზე გაიყიდა.
„ლისი ტრიო“, საიდანაც დედაქალაქზე უცვლელი პანორამული ხედები იშლება, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს ქმნის. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ჰიპერმარკეტების, გასართობი და საკვები ზონების მოწყობა იგეგმება. ცხოვრების ჯანსაღი სტილის ხელშეწყობისთვის, მომავალ მობინადრეებს კომპლექსში ფიტნეს და სპა მომსახურება, აუზი, ველობილიკი, პადელის მოედანი, საბავშვო ბაღი და სამუშაო სივრცეები დახვდებათ. ამასთან, “ტრიო ჯგუფისთვის” მობინადრეების უსაფრთხოება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია; კომპანია საცხოვრებელ სივრცეში 24-საათიან ვიდეომონიტორინგსა და დაცვის მომსახურებას, ასევე უსაფრთხოების უახლესი სისტემებისა და სახანძრო სპრინკლერების მონტაჟს უზრუნველყოფს. რაც მთავარია, შენობის საანგარიშო სეისმურობა შეადგენს 8 ბალს, რაც დამატებით უსაფრთხოების გარანტიაა.
ყველა ამ უპირატესობასთან ერთად “ლისი ტრიოს” პროექტის უნიკალურობას სწორედ 200 უფასო საპარკინგე ადგილი ადასტურებს. უფასო საპარკინგე სივრცეებთან ერთად, კომპლექსს აქვს 200-ზე მეტ ავტომობილზე გათვლილი, ორდონიანი მიწისქვეშა საპარკინგე ზონა – აღნიშნული პროექტი დედაქალაქში ერთადერთი რეზიდენტული კომპლექსია, რომელიც მობინადრეებს, სტუმრებსა და ბიზნესებს მსგავს კომფორტს სთავაზობს, რაც ხელსაყრელია როგორც “ლისი ტრიოს” მცხოვრებლებისთვის, ასევე – ინვესტორებისთვის.
$35 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების მქონე “ლისი ტრიოს” პროექტის ფართობი 60 000 მ²-ს შეადგენს. კომპლექსის მომავალ მობინადრეებს სარემონტო სამუშაოების დაწყება 2026 წლის ზაფხულიდან შეეძლებათ. თუმცა, “ტრიო ჯგუფი”, რომელმაც საზოგადოებას თავი ამბიციური სტარტით დაამახსოვრა და სამარკო პროექტი “ლისი ტრიო” დააანონსა, აქ გაჩერებას არ აპირებს: ორი ახალი პროექტის – “ტრიო დიღომი” და ლისის ტბის მიმდებარედ, “ტრიო ინფინიტი” – მშენებლობა მიმდინარე თვეში უკვე დაანონსდა.
“ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებლებს მრავალფეროვანი, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო შევთავაზოთ.
“ტრიო ჯგუფი” განაგრძობს მდგრადი, უსაფრთხო და თანამედროვე პროექტების შექმნას, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ჩვენი მიზანია ხარისხიანი, მყარი და საიმედო საცხოვრებელი სივრცეების შექმნა, რაც ჩვენს ყველა პროექტში აისახება”, – ამბობენ კომპანიაში.