ქართველი ემიგრანტები 18 ქვეყნის 35 ქალაქში ერთიანობის აქციებს აანონსებენ

ქართველი ემიგრანტები 18 ქვეყნის 35 ქალაქში ერთიანობის აქციებს აანონსებენ
25-26 მაისს ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ერთიანობის აქციებს აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული დიასპორების მოძრაობა “ქარები” ავრცელებს.

“ემიგრანტები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით თავისუფლებისთვის!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და მის დასაცავად მიძღვნილ აქცია/პერფორმანსებსა და ღონისძიებებს 30-ზე მეტი ქალაქი შემოუერთდა მთელი მსოფლიოდან. ემიგრანტები აქციებით ვაპროტესტებთ რუსულ დიქტატურას საქართველოში! ვერთვებით კამპანიაში „ვაფერადებ საქართველოს“, მხარდაჭერას ვუცხადებთ უკანონო პატიმრებს და ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე”, – წერენ ორგანიზატორები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *