„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
“ქართული ოცნების თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია ეს არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პარტიის თავმჯდომარე იყო, პოლიტიკიდან მეორედ წავიდა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდეც იყო.