აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ს მიმართ “ქართული ოცნების” დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს.
„ყალბ „ქართული ოცნების“ რეჟიმს სძულს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი. ის ანტიამერიკულ შეთქმულების თეორიებს ავრცელებს და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ყიდის. კმარა!
გვერდში უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს. #MEGOBARI“, – წერს უილსონი.