“ქართული სიმღერით სოფი ლორენის გადარევას, ჩემ თავზე ვიღებ” – დათო არჩვაძე კარლო პონტის ნათლობას ე

“ქართული სიმღერით სოფი ლორენის გადარევას, ჩემ თავზე ვიღებ” – დათო არჩვაძე კარლო პონტის ნათლობას ე

30 აპრილს, მცხეთის სამთავროს მონასტერში, მართლმადიდებლად მოინათლა კარლო პონტი, სოფი ლორენის უფროსი ვაჟი. კარლოს მონათვლის მთავარი “მიზეზი” მისი ქართველი საცოლე მარიამ შარმანაშვილია. წყვილი მალე (ამ ზაფხულს) დაქორწინებას გეგმავს. ჯვრისწერა რომ შეძლებოდათ, კარლო მართლმადიდებელი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ქართველების სასიძო მრწამსით სულ მთლად ჩვენიანი გახდა. ამ ამბავში საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მას ნათლობის სახელი ჩვენი უდიდესი წმინდა მამის, მამა გაბრიელის პატივსაცემად შეურჩიეს. კარლო პონტს გაბრიელი დაერქვა. 

ამბავს ფეისბუქით წმინდა ბერის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია ავრცელებს. 

“მეგობრებო, საოცარი რამ მოხდა სამთავროს მონასტერში. გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი და მას დაერქვა გაბრიელი. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის”…

პოსტს ამ კომენტარით ეხმიანება მომღერალი დათო არჩვაძე:

“ნეტაი ქორწილში არ დამპაიჯებენ?! ქართული სიმღერით სოფი ლორენის გადარევას, ჩემ თავზე ვიღებ” – წერს არჩვაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *