ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე – როგორია მეღვინეობა “მოსავალის” მიდგომა?

ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე – როგორია მეღვინეობა “მოსავალის” მიდგომა?

ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე – როგორია მეღვინეობა “მოსავალის” მიდგომა?

კომპანია “ვილლა მოსავალის” გენერალური მენეჯერი, ნიკოლოზ შეყრილაძის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერა, სექტორის განვითარებისთვის და ცნობადობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

კომპანია ოჯახური ტიპის მეღვინეობაში ქართული და ევროპული წესით ღვინოს აწარმოებს და „მოსავალის“ ბრენდით ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ყიდის. მეღვინეობა წელს ექსპორტზე 100 000 ბოთლი ღვინის გატანას გეგმავს. ამგვარად, 2025 წელს ღვინის ექსპორტი 45%-ით გაიზრდება.

ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე საუბრისას კომპანიის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამართული ღვინის გამოფენები მეღვინეებმა შესაძლებლობად უნდა აქციონ და ბაზრებზე ახალი ადამიანების მოძიება დაიწყონ, რომლებიც მათ საქმიანობას დივერსიფიცირებულს გახდიან.

“მარკეტინგული აქტივობები არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განვითარებისთვის, ცნობადობის ამაღლებისთვის და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია გამოფენები და ძალიან კარგია, რომ ეს აქტივობები არ წყდება და ვითარდება. ამგვარად, გამოფენებში ჩართვის შესაძლებლობა მეტ ახალ ქვეყანაში გვექნება. თუმცა მეღვინეებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ვგულისხმობ იმას, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციას სახელმწიფო ეხმარება, თუმცა თითოეული კომპანია უნდა ზრუნავდეს საკუთარი ბრენდის, საკუთარი პროდუქტის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე.

მაგალითად, ჩვენ კონკრეტულ ბაზრებზე, სადაც უკვე წარმოდგენილი ვართ, ვცდილობთ სხვადასხვა სომელიეები, ღვინის ამბასადორები, ჰორეკას მიმართულებით ჩართული ადამიანები მოვიძიოთ, ვინც, კონკრეტულად ჩვენი ბრენდის პოპულარიზაციას შეუწყობენ”, – ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.

მისი ინფორმაციით, “მოსავალმა” ამგვარი აქტივობა აშშ-ში უკვე დაიწყო, რაც სხვადასხვა სომელიეებთან შეხვედრას და გამოფენებში მონაწილეობას მოიცავს. ნიკოლოზ შეყრილაძე ამბობს, რომ მათი მიდგომა მუშაობს და მეღვინეობა „მოსავალის“ პორტფელში ამერიკა წამყვანი ბაზარია.

ცნობისთვის, 2025 წელს სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის 17,4 მილიონი ლარს დახარჯავს, რაც გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს 1,4 მლნ ლარით აღემატება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *