GAU დღეს უკვე ხუთი სკოლით, 19 პროგრამით და სამი ათასამდე სტუდენტით, ასობით ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორით და უამრავი მხარდამჭერითა და მეგობრით არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური სივრცე. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, GAU-ში გამოცხადებულ ადგილებზე, მაღალი კონკურსის შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. GAU-ს ხუთ კონტინენტზე 250-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ყველაზე მეტ სტუდენტს აძლევს ერასმუსის პროგრამებით საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობას.
განათლების პარალელურად GAU-ს ქვეყნის წამყვან კომპანიებთან პარტნიორობის შედეგად აქვს დიდი რესურსი, იმისთვის, რომ დაასაქმოს სტუდენტები და გარდა თეორიული ცოდნისა მისცეს პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში. სწორედ ამ პარტნიორობის დამსახურებით GAU არის ლიდერი უნივერსიტეტი დასაქმების 95%- იანი მაჩვენებლით. კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ გლობალურ კორპორაციებში როგორიც არის: Apple, Google, Amazon და სხვა.
,,ოცი წლის წინ, 2005 წელს დავიწყეთ ამბიციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ნამდვილად დასავლური ტიპის განათლების დანერგვას. დღეს ვამაყობ, რომ GAU არის არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, არამედ ქვეყნის განათლების სისტემის ტრანსფორმაციის კატალიზატორი. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ კრიტიკული აზროვნების, სოციალური უნარებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით GAU განაგრძობს ინოვაციებისკენ სწრაფვას და მომავალ 20 წელსაც წარმატებით უპასუხებს ახალ გამოწვევებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ქართული განათლების მოდელის გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ამას უკვე ვაკეთებთ უკრაინასა და უზბეკეთში.” – განაცხადა GAU-ს თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილიმ.
2022 წლიდან GAU-მ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა კორპორაციული ინვესტორების მხარდაჭერითა და თანაინვესტირებით დააფუძნა პირველი ამერიკული უნივერსიტეტი კიევში, 2024 წლიდან კი უკვე უზბეკეთში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი და თანადამფუძნებელი გახდა.