შინჯიკაშილი წერს, რომ ტოვებს თანამდებობას და რჩება ქვეყნის სამსახურში.
“ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით.
მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში”, – წერს გიორგი შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.
წელს, “ქართულ ოცნებაში” უწყვეტი საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 მაისს საქართველოს ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა. კობახიძის გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
უცვლელი დარჩა შინჯიკაშვილის უშუალო ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე.