ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა. “ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, ვტოვებ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით. მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის. როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში”, — წერს შინჯიკაშვილი. გასულ წელს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილსა (“ხარებასა”) და გიორგი შინჯიკაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო “ხარებას” მოადგილემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *